თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ კალანდია, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით, თურქეთის რესპუბლიკის დაარსებიდან 102-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო.
საქართველოს ელჩმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღი მიულოცა და თურქ ხალხს, თურქეთის სახელმწიფოს მშვიდობა და წარმატება უსურვა.
თურქეთის რესპუბლიკის დაარსებიდან 102-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას, ესწრებოდნენ როგორც ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე, ანკარაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები.