უკრაინული დრონებით თავდასხმის შემდეგ ნოვოროსიისკის პორტმა მუშაობა განაახლა

17 ნოემბერი 2025, 11:52 97 ნახვა

სააგენტო როიტერი  თანამგზავრიდან გადაღებულ სურათებს აქვეყნებს, რომლებზეც ნაჩვენებია რუსეთის შავი ზღვის პორტი ნოვოროსიისკი უკრაინული დრონებით თავდასხმამდე და მის შემდეგ. პორტმა ნავთობის ჩატვირთვა ორდღიანი შეჩერების შემდეგ, რაც უკრაინის რაკეტებითა და დრონებით თავდასხმამ გამოიწვია, კვირას განაახლა.
უკრაინამ გასულ პარასკევს რუსეთის შავი ზღვის პორტ ნოვოროსიისკის ნავთობტერმინალზე თავდასხმა განახორციელა, რომელიც რუსული სასაქონლო გადაზიდვების მთავარი პუნქტია. რუსეთის შავი ზღვის უდიდეს საექსპორტო ცენტრ ნოვოროსიისკზე თავდასხმა ყველაზე მასშტაბური უკრაინული თავდასხმა იყო დღემდე, რომელიც  რუსეთის შავი ზღვის ნავთობის ექსპორტის მთავარ ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე