იაპონია ჩინეთში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

18 ნოემბერი 2025, 11:02 69 ნახვა

იაპონიამ ჩინეთში მყოფი თავისი მოქალაქეები გააფრთხილა, გააძლიერონ უსაფრთხოების ზომები და მოერიდონ  ხალხმრავალ ადგილებს, რადგან პეკინსა და ტოკიოს შორის ტაივანის გამო დაძაბულობა იზრდება. მთავრობის მთავარმა მდივანმა  პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იაპონიის მიმართ ჩინურ მედიაში ასახული განწყობა გაუარესდა ბოლოდროინდელი დიპლომატიური მოვლენების შემდეგ.
იაპონიის პრემიერ-მინისტრის სანაე ტაკაიჩის განცხადებამ  ბოლო წლებში აღმოსავლეთ აზიის ორ სახელმწიფოს შორის ყველაზე სერიოზული დიპლომატიური დაპირისპირება გამოიწვია.
მიმდინარე თვეში მან  იაპონელ კანონმდებლებს განუცხადა, რომ ჩინეთის თავდასხმას ტაივანზე, რომელიც საფრთხეს შეუქმნის იაპონიას, შესაძლოა სამხედრო რეაგირება მოჰყვეს. ჩინეთში იაპონიის საელჩომ შეახსენა მოქალაქეებს, პატივი სცენ ადგილობრივ წეს-ჩვეულებებს და ფრთხილად იყვნენ ჩინელებთან ურთიერთობისას.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე