სლოვაკეთსა და ჩეხეთში ხავერდოვანი რევოლუციის წლისთავი საპროტესტო აქციებით აღნიშნეს

18 ნოემბერი 2025, 11:00 59 ნახვა

ათასობით ჩეხმა და სლოვაკმა  1989 წლის ხავერდოვანი რევოლუციის წლისთავი აღნიშნა, რომელმაც ყოფილ ჩეხოსლოვაკიაში ათწლეულების განმავლობაში არსებული კომუნისტური მმართველობა დაასრულა. საპროტესტო აქციების მონაწილეები აცხადებდნენ, რომ დემოკრატიული ღირებულებები კვლავ საფრთხის ქვეშ არის.
სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავასა და სხვა ქალაქებში ათასობით ადამიანი შეიკრიბა ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო ჯგუფების მიერ ორგანიზებულ მიტინგებზე, რომლებიც აპროტესტებდნენ იმას, რასაც ისინი პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს დემოკრატიულ უკუსვლად და პრორუსულ პოლიტიკად მიიჩნევენ.
ფიცომ, რომელიც პრემიერ-მინისტრის თანამდებობას მეოთხე ვადით იკავებს, უკრაინის ომთან დაკავშირებით პრორუსული პოზიცია დაიკავა და არაერთხელ ჩავიდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად. მან გააუქმა კორუფციისა და სერიოზული დანაშაულის გამოძიების სპეციალური სამსახური, გააძლიერა სახელმწიფო კონტროლი საზოგადოებრივ მედიაზე და საზოგადოებრივი აქტივისტები სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვაში დაადანაშაულა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე