ქართველი მორაგბეების ტესტ-მატჩი სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან

03 ივლისი 2021, 12:10 1448 ნახვა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა პრეტორიაში პირველი ტესტ-მატჩი გამართა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან.

მატჩის პირველი ნახევრის 30-ე წუთს ბორჯღალოსნები 9:5-ს იგებდნენ, თუმცა შემდეგ ერთი მოთამაშე გაუძევეს, აფრიკელთა შეტევებს ვეღარ გაუმკლავდნენ და ორი ლელო პირველ ტაიმშივე მიიღეს. საბოლოოდ, მსოფლიოს ჩემპიონებმა გაიმარჯვეს ანგარიშით 40:9. მომდევნო ტესტ მატჩს ქართველი მორაგბეები ისევ სამხრეთ აფრიკასთან პრეტორიაში,  9 ივლისს,  გამართავენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი