რუსეთში ეპიდსიტუაცია გაუარესდა

24 ივნისი 2021, 14:40 1042 ნახვა

რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ 19-ის 20 ათას 182 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ  5 მილიონს გადააჭარბა - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს., რუსეთში ვირუსით კიდევ 568 პაციენტი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვი 131 ათას 463-მდე გაიზარდა. ქვეყანაში ვირუსისგან დღემდე 5 მილიონამდე  ადამიანი განიკურნა.

კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით, რუსეთი აშშ-ის, ინდოეთის, ბრაზილიისა და საფრანგეთის შემდეგ მსოფლიოში მე-5 ადგილზეა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი