ქობულეთის მერია სამოქალაქო ბიუჯეტის განხორციელების ახალ პროექტს იწყებს, რისთვისაც პირველ ეტაპზე სამასი ათასი ლარია გათვალისწინებული. ივლისიდან აგვისტოს ბოლომდე ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ახალი პროექტის წარდგენა მერიის შესაბამის ელექტრონულ პორტალზე, სადაც ონლაინ იწარმოებს ხმების მიცემა.
გამარჯვებული ინფრასტრუქტურული, ტურისტული ან სოციალურ-ეკონომიკური პროექტი, 100-ათასი ლარით დაფინანსდება.