ლუკაშენკო საპროტესტო აქციების შესახებ კანონს ამკაცრებს

08 ივნისი 2021, 14:34 823 ნახვა

ბელარუსის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც პროტესტისა და მასობრივი ღონისძიებების გამართვისთვის სასჯელს ამკაცრებს. შესწორებები სამ თვეში ამოქმედდება. პასუხისმგებლობა იზრდება ექსტრემიზმის, მასობრივი ღონისძიებების გამართვის წესების დარღვევისთვის. ცალკე პუნქტები ეხება ინტერნეტ-რესურსების მფლობელების მიერ აკრძალული ინფორმაციის გავრცელებას.

გაჩნდა ცალკე მუხლი სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მონაცემების შეგროვებისთვის. იზრდება სასჯელი მილიციის თანამშრომლის მკვლელობისთვის, სამართალდამცავებისადმი წინააღმდეგობის გაწევისთვის და ძალადობისთვის.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი