მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 173 მილიონს გადააჭარბა

05 ივნისი 2021, 12:25 936 ნახვა

მსოფლიოში  კი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო  რიცხვმა 173 მილიონს  გადააჭარბა - შესაბამის მონაცემებს პლატფორმა Worldometters​-ი აქვეყნებს. ამავე  სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 3 მილიონ 700 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ვირუსისგან განიკურნა 156 მილიონზე მეტი ადამიანი. ამჟამად კი ინფიცირების 13 მილიონ 400 ათასი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი, 34 მილიონზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში