გაუქმდეს ე.წ კომენდანტის საათი.Manifest.ge-ზე ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. კომენდანტის გაუქმების მოთხოვნას ხელს 30 ათასამდე მოქალაქე აწერს. ადრესატი საქართველოს მთავრობაა, პეტიციის ხელმომწერები აცხადებენ, რომ ვირუსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით დაწესებული, დღეს მოქმედი კომენდანტის საათი არ ემსახურება იმ მიზნებს, რის გამოც არის შემოღებული.
გარდა ამისა აცხადებენ, რომ ვირუსი, გავრცელების ყოველ ჯერზე, ხდება უფრო მეტად გავრცელებადი, რაც საყოველთაო ჩაკეტვებს არაეფექტიანს ხდის.