თავის დროზე ტექნიკური უნივერსიტეტის კონკრეტული ინფრასტრუქტურა ერთ ლარად გადაეცა სააკაშვილის ოჯახის წევრს, რაც არის ღია თავხედობა, საინტერესო იქნება ამ საკითხის შესწავლა - პრემიერი

17 ოქტომბერი 2025, 11:59 65 ნახვა

ტექნიკური უნივერსიტეტის კონკრეტული ინფრასტრუქტურა თავის დროზე გადაეცა ერთ ლარად სააკაშვილის ოჯახის წევრს, რაც არის ღია თავხედობა, საინტერესო იქნება ამ საკითხის შესწავლა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გიული ალასანიას უნივერსიტეტთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველამ ძალიან კარგად იცის, რაც მოხდა ამ უნივერსიტეტთან დაკავშირებით.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კონკრეტული ინფრასტრუქტურა თავის დროზე გადაეცა ერთ ლარად სააკაშვილის ოჯახის წევრს, რაც არის ღია თავხედობა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. საინტერესო იქნება ამ საკითხის შესაწვლა, დანარჩენი დაველოდოთ შესაბამისი უწყებების პასუხს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში