ირაკლი კობახიძის ვიზიტი ჩინეთში და საქართველო იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე

06 ნოემბერი 2025, 14:58 130 ნახვა

ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ბოლო დღეს პრემიერ-მინისტრმა დელეგაციასთან ერთად იმპორტის საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში ქართული საგამოფენო სივრცეები დაათვალიერა.

ირაკლი კობახიძემ ჩინეთში ვიზიტიც შეაჯამა. მისი განცხადებით, ჩინეთთან ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორობა ახალ მასშტაბებს იძენს.

წელს საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით არის მიწვეული და 1000 კვ.მ ფართობზე განთავსებული სამი საგამოფენო სივრცით არის წარმოდგენილი.

დღეიდან ვიზიტორებს გამოფენაზე დახვდებათ ქართული ეროვნული პავილიონი, საკვები და სასმელი პროდუქციის ზონა, ასევე ტანსაცმლისა და აქსესუარების განყოფილება.

მოწყობილია გასტრონომიული კუთხე, იმართება ტრადიციული ქართული კერძების მომზადების მასტერკლასები, ღვინის დეგუსტაცია და ეროვნული ცეკვისა და სიმღერის წარმოდგენები.

ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გამოფენაა მსოფლიოში. საქართველო წელს მე-8-ედ მონაწილეობს.

ყოველ წელს ღონისძიებას 150 ზე მეტი მონაწილე ქვეყანა და 200 000 მეტი ვიზიტორი ჰყავს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე