საერთაშორისო თოჯინების თეატრალური ფესტივალი

06 ნოემბერი 2025, 12:12 109 ნახვა

საერთაშორისო  თოჯინების თეატრალური ფესტივალის ფარგლებში ფრანგული სპექტაკლი „მხატვარი სიზმრებში“ გაიმართა.

სცენარის მიხედვით მხატვრის ცხოვრება სიზმრებშია ასახული, ისინი სპექტაკლებად გარდაიქმნება და თოჯინების სამყაროს ქმნის. სპექტაკლის ავტორი ოლივიე ანხელ ნავაროა, მუსიკალური გაფორმება კი კომპოზიტორ ოლივიე დეფოს ეკუთვნის.

ფესტივალს ბათუმი 5 დღის განმავლობაში უმასპინძლებს. ბათუმის საერთაშორისო თოჯინების ფესტივალში 6 ქვეყნის დასი მონაწილეობს. მასში სპეკტაკლებთან ერთად ვორქშოპები იმართება. მაყურებლისთვის ფესტივალის ფარგლებში გამართულ სპექტაკლებზე დასწრება თავისუფალია.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე