ვეტერანების დღესთან დაკავშირებით ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ და უგზოუკლოდ დაკარგულ მეომართა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ქობულეთში.
ადგილზე ქობულეთის მერიის და საკრებულოს წევრები იმყოფებოდნენ.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში 1 000 ვეტერანი ცხოვრობს.