ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში ცივაძეების ოჯახს ღამის საათებში სამი პირუტყვი მოპარეს.
ოჯახი აცხადებს, რომ ქურდობა დაახლოებით 02:00 საათზე მოხდა.
ადგილზე პოლიცია იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო.
