ქედის მუნიციპალიტეტში არსებული ძენწმანის მეჩეთის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 267 ათას 218 ლარი დახარჯა.
რაც შეეხება სამუშაოებს: პროექტით გათვალისწინებული ცოკოლის სართულის კედლები ტრადიციული ქვის წყობით აღდგა.
დაზიანებული ხის მასალები აღდგა და დამუშავდება სპეციალური ხსნარით. არსებული ორნამენტური დეკორები, არსებული ნიმუშების მიხედვით აღადგინეს.
მეჩეთი მე-19 საუკუნით თარიღდება და თითქმის სრულად ინარჩუნებს ავთენტურობას და წარმოადგენს ქართული საკულტო არქიტექტურის მხატვრულ ნიმუშს.
აჭარის კულტური მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო მალე ზვარეს მეჩეთის რეაბილიტაციას დაიწყებს.
