ვეტერანთა დღე აღინიშნება დღეს. ოფიციალურ ღონისძიებაზე შეკრებილებს საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა და ვეტერანთა ღვაწლზე და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ვეტერანებს მიმართა ქვეყნის პრემიერ მინისტრმაც.
ისაუბრა მშვიდობაზე და იმ ვეტერანებზე, რომლებმაც ქვეყნისათვის თავი გასწირეს. ასევე ვრცლად ისაუბრა იმ სოციალურ ბენეფიტებზე, რომელსაც ვეტერანები იღებენ. ვეტერანებს მიესალმა შალვა პაპუაშვილიც მან ხაზი გაუსვა ვეტერანების თავდადებას ქვეყნის წინაშე. თქვა, რომ ვეტერანების ღვაწლი მაგალითი უნდა გახდეს მომავალი თაობებისთვის.
ვეტერანთა დღეს ოფიციალურ ღონისძიებაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა თავდაცვის მინისტრმაც. მან ვრცლად ისაუბრა ქართველი ჯარისკაცების გმირობასა და თავდადებაზე.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე