მეორე დღეა ბათუმში საერთაშორისო გასტრონომიული ფორუმი „გასტრო ბათუმი” მიმდინარეობს. იტალიიდან, საფრანგეთიდან და პორტუგალიიდან მოწვეული მიშლენის ვარკვლავის მქონე რესტორნების შეფები კულინარიულ მასტერკლასებს ატარებენ.
ფორუმის მეორე დღეს ქართველი შეფ-მზარეულებისთვის თევზეულისა და ზღვის პროდუქტების მომზადების მასტერკლასებს ფრანგი შეფები - ჟულიენ ენოტი და აღნო ვანამი უძღვებიან. გარდა მასტერკლასებისა ფორუმის ფარგლებში გასტრონომიული სფეროს წარმომადგენლები პანელურ და თემატურ დეგუსტაციებში მონაწილეობენ, ტარდება სამუშაო შეხვედრები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოს შავი ზღვის აკვაკულტურის განვითარების შესაძლებლობებს, ადგილობრივი თევზეულის პოპულარიზაციას და მის გამოყენებას თანამედროვე გასტრონომიაში.
კულინარიული მასტერკლასები ჩატარდა ფორუმის პირველ დღესაც, სადაც დამსწრე საზოგადოებას შეფმა ვასკო კოელიო სანტოსმა აჭარული ტრადიციული კერძების ინსპირაციით შექმნილი კერძები გააცნო.
გასტრო ფორუმის ორგანიზატორი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტია და მისი მიზანია გასტრონომიული ტურიზმის განვითარება, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და აჭარული კერძების სარესტრონო ქსელებში დანერგვა.
