მეორე დღეა ბათუმში საერთაშორისო გასტრონომიული ფორუმი „გასტრო ბათუმი” მიმდინარეობს.
იტალიიდან, საფრანგეთიდან და პორტუგალიიდან მოწვეული მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორნების შეფები კულინარიულ მასტერკლასებს ატარებენ.
გარდა მასტერკლასებისა ფორუმის ფარგლებში გასტრონომიული სფეროს წარმომადგენლები პანელურ და თემატურ დეგუსტაციებში მონაწილეობენ, ტარდება სამუშაო შეხვედრები.
