ხელოვნების მუზეუმის გალერეა ბათუმელი მომღერლის, კომპოზიტორისა და მხატვრის ნუგზარ ერგემლიძის გამოფენას მასპინძლობს.
მისი ნახატებიც ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც მისი შემოქმედება. ხელოვნების მუზეუმში დღეიდან სამი დღის განმავლობაში თქვენ იხილავთ ნუგზარ ერგემლიძის მიერ შექმნილ პორტრეტებს, ასევე პეიზაჟებს.
ავტორი ამბობს, რომ იგი ნახატებს ხასიათის შესაბამისად ქმნის და მისი სულის ანარეკლია. გამოფენის ოფიციალურ გახსნას ნუგზარ ერგლემლიძის ახლობლები, მხატვრები, ხელოვნებათმცოდნეები და აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე დაესწრნენ.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე