ანსამბლი "მხედრული" საერთაშორისო გასტროლისთვის ემზადება

18 ოქტომბერი 2025, 11:45 418 ნახვა

ანსამბლი „მხედრული“ საერთაშორისო გასტროლისთვის ემზადება. გურამ თამაზაშვილის სახელობის ქობულეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი  კონცერტებს ბულგარეთში  გამართავს. დაგეგმილია ღონისძიებები   ბულგარეთის  ცხრა  ქალაქში, მათ შორისაა დედაქალაქი სოფია და ქობულეთის მუნიციპალიტეტთან დამეგობრებული ქალაქი ვარნა. ქობულეთის მერიის კულტურის სამსახურში აცხადებენ, რომ გასტროლის მიზანი ქართული კულტურის  პოპულარიზაციაა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში