ტელეკომპანია „ იმედი „აუდიოჩანაწერს ავრცელებს

08 ნოემბერი 2025, 14:51 208 ნახვა

რვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული,  მათ ნაწილს  საბოტაჟს ედავებიან, ნაწილს ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, ნაწილს კი ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე აღძრულია სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების მუხლით; ზურა ჯაფარიძისა და გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ - საბოტაჟისა და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების  მუხლებით; ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ - ასევე საბოტაჟის უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა  და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების ან მხარდაჭერის მუხლებით; ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ - საბოტაჟის მუხლით.

დანარჩენი  პოლიტიკოსები საპატიმროებში არიან. მათ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 25 დეკემბერს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.  საქმესთან დაკავშირებით  ტელეკომპანია იმედის გადმოცემით მოიპოვეს მტკიცებულებები, სადაც  აუდიოჩანაწერში ისმის ელენე ხოშტარიასა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ხმები.  ჩანაწერში ხოშტარია ამბობს, რომ უცხოელებისგან მიიღო დავალება, გადაეცა ინფორმაცია, მათ შორის სამხედრო შინაარსის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე