8 ნოებრის ბათუმში სტუდენტების აქციის დარბევიდან 18 წელი გავიდა

08 ნოემბერი 2025, 14:49 114 ნახვა

18 წელი გავიდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქციის მონაწილე სტუდენტების ძალადობრივი დარბევიდან. 2007 წლის 8 ნოემბერს დილის 11 საათზე ანტისახელისუფლებო აქცია პოლიციამ ხელკეტების გამოყენებით დაშალა.
ეს იყო 7 ნოემბრის თბილისის  მოვლენების გაგრძელება, სადაც ანტისამთავრობო აქცია სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზის, ხელკეტების, რეზინის ტყვიების, აკუსტიკური თოფებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. დაშავდა ათობით ადამიანი. 7 ნოემბრის აქციის დაშლის შემდეგ თანამდებობიდან პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადადგა და ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე