ბსუ-90 – საიუბილეო ღონისძიებები 

28 ნოემბერი 2025, 14:15 44 ნახვა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 90 წლისაა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით დილიდან სხვადასხვა სახის ღონისძიებები იმართება.

უნივერსიტეტის ეზოში მოეწყო ფოტო-გამოფენა, რომელიც დამთვალირებელს უნივერსიტეტის დაარსებიდან დღემდე მის ისტორიას აცნობდა. დღესვე უნივერსიტეტში გაიხსნა არქეოლოგ დავით ხახუტაიშვილის ბიუსტი, ასევე გვირგვინით შეამკეს პირველი რექტორის ბიუსტი და ამოქმედდა მეცნიერ-პროფესორების კაბინეტები. მოგვიანებით გაიმართა დაჯილდოვების ცერემონია. ჯილდოები გადაეცათ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, სტუდენტებსა და პროფესორებს.

ბსუ-ს 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან. დასკვნითი ღონისძიება  16  საათზე ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება, სადაც განათლების სამინისტროს წარმომადგენლები და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წევრები დააჯილდოვებენ პროფესორებს და აირჩევენ საპატიო დოქტორებს

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში