„საერთაშორისო გამჭვირვალობა“: ჟურნალისტების მიმართ ძალადობის და დევნის 400-მდე შემთხვევა ერთ წელში  

28 ნოემბერი 2025, 14:11 24 ნახვა

პროტესტის ერთწლიან პერიოდში  საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით,   დამოუკიდებელი მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის ძალადობის, დაშინების, მუქარის, შევიწროების, დევნისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში სხვადასხვა ფორმით ხელშეშლის 400-მდე საჯაროდ დაფიქსირებული შემთხვევაა აღრიცხული.

მათგან 300-მდე  წელს, 100-მდე კი - 2024 წლის ბოლო 1 თვეში. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ ადგილი ჰქონდა ჟურნალისტების სიტყვიერ შეურაცხყოფას, მათ დაშინებას, დამცირებასა და დისკრედიტაციას.

გარდა ამისა, საპროტესტო აქციების გაშუქებისას, ტექნიკა დაუზიანეს ან/და ჩამოართვეს არაერთ ჟურნალისტს.

კიდევ ერთი ტენდენცია კი როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებისას, მედიის წარმომადგენლების ე.წ. გზის ხელოვნურად გადაკეტვის საბაბით დაჯარიმებაა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში