ლაზური ნავის ერთადერთ ოსტატს, მირიან ნუმანიშვილს, „ცოცხალი საუნჯის“ საპატიო სტატუსი მიენიჭა. ეს აღიარება ხაზს უსვამს ამ ტრადიციული ცოდნის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რომელიც კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებას უწყობს ხელს.
ლაზური ფელუკა მთლიანად ხელით მზადდება ადგილობრივი მასალების, განსაკუთრებით, კი წაბლის ხის გამოყენებით. მისი აწყობის პროცესი მოითხოვს დიდ ოსტატობას, სიზუსტესა და ტრადიციული მეთოდების სრულყოფილ ცოდნას, რაც საუკუნეების განმავლობაში ზეპირსიტყვიერად გადაეცემოდა თაობიდან თაობას.
მირიან ნუმანიშვილი დღეს წარმოადგენს ამ უძველესი ტრადიციის ერთადერთ გამგრძელებელ-ოსტატს.
