„ილიაობა“

08 ნოემბერი 2025, 14:54 311 ნახვა

ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 188 წელი გავიდა - მის მშობლიურ ქალაქ ყვარელში დღეს „ილიაობა“ აღინიშნება. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი,   ყვარელში  "ილიაობის" ტრადიციულ დღესასწაულზე შვილებთან ერთად იმყოფებოდა.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ილია ჭავჭავაძის ძეგლი გვირგვინით შეამკო.საზეიმო ღონისძიებები  ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში და მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, ამ წუთებში კონცერტი უნდა დაიწყოს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში