მახინჯაურში სახლი დაიწვა

07 ნოემბერი 2025, 22:05 911 ნახვა

ხანძარი იყო მახინჯაურში. დაიწვა ბერიძეების საცხოვრებელი სახლი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის დროს სახლში მცირეწლოვანი ბავშვები და მოხუცები იმყოფებოდნენ. მეზობლებმა მათი სახლიდან დროულად გამოყვანა მოახერხეს. 

ადგილზე მობილიზებული იყო სამი სახანძრო ბრიგადა. მეხანძრე -მაშველებმა ცეცხლის ჩაქრობა მალევე შეძლეს. ხანძრის გამომწვევ მიზეზს კი ექსპერტიზა დაადგენს.

ბერიძეების 8 წევრიანი ოჯახი ამჟამად უსაფრთხო ადგილას იმყოფება. ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახი უკვე მოინახულა ხელვაჩაურის მერის მოადგილემ. გიორგი ქარცივაძის თქმით, ზარალს მერიის შესაბამისი კომისია დაადგენს, რის შემდეგაც ბერიძეებს ფინანსურ დახმარებას გაუწევენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე