მსხვერპლთა რიცხვი იზრდება

14 მაისი 2021, 14:53 907 ნახვა

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 119-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, მსხვერპლთა შორის 31 ბავშვია. არსებული ინფორმაციით, ისრაელის საავიაციო და საარტილერიო შეტევის დროს სხეულის დაზიანება 600-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

ღაზის სექტორიდან განხორციელებული მასშტაბური სარაკეტო იერიშების შედეგად, ისრაელში მსხვერპლის რიცხვი ცხრამდე გაიზარდა.

ისრაელის არმიის ინფორმაციით, კონფლიქტის გამწვავების შემდეგ, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 2 ათასზე მეტი რაკეტა და ჭურვი ისროლეს. მხოლოდ გასული ღამის და დღევანდელი დილის მონაცემებით, ღაზის სექტორიდან  ისრაელის ტერიტორიისკენ 200-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი