ისრაელის არმიის სამხედრო თვითმფრინავებმა „ჰამასის“ სათვალთვალო პოსტები და რაკეტის მიწისქვეშა გამშვები პუნქტები დაბომბეს.
ისრაელის გამანადგურებლებმა ჩრდილოეთ ღაზაში „ჰამასის“ არაერთი მიწისქვეშა მოწყობილობა გაანადგურეს. საბრძოლო თვითმფრინავებმა ასევე დაბომბეს დრონების გამშვები სადგური, რომელიც მიმართული იყო ცენტრალური ისრაელისკენ.
პალესტინური რადიკალური დაჯგუფება „ჰამასის“ გასამხედროებული ფრთა „ალ-ყასამის ბრიგადები“ ისრაელში, ქალაქ ნირ ოზში, ქიმიურ ქარხანაზე იერიშის მიტანის შესახებ იტყობინება. შეტევა უპილოტო საფრენი აპარატის მეშვეობით განხორციელდა. ქალაქი ნირ ოზი ისრაელის სამხრეთ ნაწილში, ღაზის სექტორის მახლობლად მდებარეობს.
ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ დღეს დილით, ღაზის სექტორიდან ისრაელის ტერიტორიაზე შემოსული დრონი ჩამოაგდეს. ისრაელსა და პალესტინურ რადიკალურ დაჯგუფება „ჰამასს“ შორის ორმხრივი სარაკეტო დარტყმები 9 მაისიდან არ წყდება.