ქობულეთის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრი, სოლომონ ბაჯელიძე ამბობს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არამიზნობრივად იხარჯება. განმარტავს, რომ 35-დან 19-მილიონი ლარი საწვავზე, ხელფასებსა და მივლინებებისთვის იხარჯება. ასევე ამბობს, რომ მერიის აიპებში დასაქმებულია ქართული ოცნების პარტიული აქტივი და შტატები ხელოვნურადაა გაზრდილი. ამ განცხადებას წერილობით უპასუხა ქობულეთის მერიამ, ბრალდებებს სიცრუეს უწოდეს. განმარტავენ, რომ ბრალდებები არის უსაფუძვლო.