გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი შეშფოთებას გამოთქვამს ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობით. „გერმანიის მთავრობა, სხვებთან ერთად, ითხოვს, რომ ალექსეი ნავალნიმ სათანადო სამედიცინო მკურნალობა მიიღოს“, - აღნიშნა ანგელა მერკელმა.
გერმანიის კანცლერმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების აქტიურობა საგანგაშოდ დაძაბულ სიტუაციას ჰქმნის.