დასაქმების პრობლემა ცხადია მაღალმთიან აჭარაშიც არის. აქ ადამიანების ნაწილი თვითმმართველობის სტრუქტურებში მუშაობს, ნაწილი თვითდასაქმებულია.
არიან ისეთებიც, ვისაც საარსებო წყაროს საპოვნელად საცხოვრებელი ადგილის დატოვება უწევთ.
სამუშაო ადგილების სიმცირე ადამიანების მთიდან მიგრაციის საფუძველიც ხდება.