უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, ბოლო დღე-ღამეში რუსეთის სამხედრო ფორმირებებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 17-ჯერ დაარღვიეს. ისევ არის დაღუპული და დაშავებულები.
უკრაინის პირველი პრეზიდენტი კი მიმდინარე დაპირისპირების მესამე მსოფლიო ომში გადასვლის საშიშროებას ხედავს.
ნატოში აშშ-ის ყოფილი ელჩის განცხადებით, დასავლეთს უკრაინის საკითხზე ერთიანი სტრატეგია უნდა გააჩნდეს. უკრაინას სწორედ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის იმედი აქვს.