დონბასში კონფლიქტის დასრულების ერთადერთი გზა უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლაა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა. ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ტელეფონით საუბრისას ზელენსკიმ მას შავი ზღვის რეგიონში ალიანსის სამხედრო ძალების გაზრდისკენ მოუწოდა. უკრაინის ლიდერის აზრით, ნატო-ს სამხედრო ძალების მუდმივი ყოფნა რუსეთისთვის ძლიერი შემაკავებელი ფაქტორი გახდება, რომელიც განაგრძობს რეგიონის მასშტაბურ მილიტარიზაციას.
სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა და მას 2018 წლის 26 ივლისს კონსტიტუციური წყობის დამხობასა და 2008 წლის 1 მარტის აქციის დარბევის ბრალდებები მოუხსნეს. 2008 წელს ანტისამთავრობო გამოსვლების დროს პოლიციასთან შეტაკებებში 10 ადამიანი დაიღუპა. 4 სექტემბერს სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის დაკავება უკანონოდ ცნო, რადგან მას კონსტიტუციით გარანტირებული ხელშეუხებლობის იმუნიტეტი იცავს. თუმცა ქოჩარიანის გათავისუფლებაზე სომხეთის გენპროკურატურამ უარი თქვა.
ევროპის წამლის სააგენტო აღიარებს, რომ ასტრაზენეკას კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინასა და თრომბოზის შემთხვევებს შორის კავშირი ნამდვილად არის. ამის შესახებ ვაქცინაციის სტრატეგიის დეპარტამენტის ხელმძღანელმა მარკო კავალერიმ განაცხადა. ახლა სულ უფრო რთულია მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არ არსებობის შესახებ საუბარი ატსტრაზენეკის ვაქცინაციასა და თრომბოზის ძალიან იშვიათ შემთხვევს შორის. ცხადია, რომ ასეთი კავშირი არის- ამბობს კავალერი და აღნიშნავს, რომ ასეთი რეაქციის მიზეზი უცნობია. კვლევები ჯერ შორსაა დასრულებისგან. ვარაუდობენ, რომ ევროპის წამლის სააგენტომ შესაძლოა განსაზღვრულ ასაკობრივ კატეგორიას არ ურჩიოს ასტრაზენეკის ვაქცინის გამოყენება. ბრიტანულ-შვედური კომპანიის ასტრაზენეკისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივმა კოვიდსაწინაღმდეგო ვაქცინამ ევროკომისიის ავტორიზაცია იანვრის ბოლოს მიიღო.
Forbes-მა მსოფლიო მილიარედერების რეიტინგი გამოაქვეყნა. ზედიზედ ოთხი წელია პირველ ადგილს კომპანია Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი იკავებს. მისმა ქონებამ 177 მილიარდ დოლარს მიაღწია. მისი შემოსავალი 2020 წელს 64 მილიარდით გაიზარდა. 151 მილიარდ დოლარიანი ქონებით მეორე ადგილზე Tesla-ს და SpaceX-ის მფლობელი ილონ მასკია. გასულ წელს, მასკი მილიარდერთა სიაში მხოლოდ 31-ე იყო. პირველ სამეულში 150 მილიარდი დოლარით Louis Vuitton Moët Hennessy-ის კომპანიების ჯგუფის პრეზიდენტი ფრანგი ბერნარდ არნო მოხვდა. მეხუთე ადგილს, 124 მილიარდი დოლარით, ბილ გეიტსი იკავებს. მას Facebook- ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი მოჰყვება, რომლის ქონებაც 97 მილიარდ დოლარს უტოლდება.