კოვიდ 19-ის შემთხვევების დადასტურების გამო დღეს აჭარაში კიდევ ხუთი სკოლა და ერთი ბაღი დაიხურა. ონლაინ სწავლებაზე ეტაპობრივად გადადის სხვადასხვა სკოლის ცალკეული კლასი, ჯამში ამ დროისთვის ონლაინ სწავლების რეჟიმზე 20-მდეა კლასია გადასული.
ქვეყანა მესამე ტალღის ზღვარზეა, თუმცა სპეციალისტები კონკრეტულ შეზღუდვებზე ამ ეტაპზე არ საუბრობენ, დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ თუ უკიდურესი აუცილებლობა არ დადგება, ბაღები და სკოლები არ დაიხურება.