თურქეთში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე თურქ კოლეგას შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების გზები და ჯანდაცვის სფეროში გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.
განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს იმ საკითხებს, რომლებიც მოქალაქეებისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისების განვითარებას და ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობის კიდევ უფრო გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე