აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ,,შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა მხარდაჭერა - სიახლეები, გამოწვევები და შესაძლებლობების“ თემაზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ გახსნა და მონაწილეებს 2026 წლისთვის სამინისტროს პროგრამებში დაგეგმილი სიახლეები გააცნო.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით წლის განმავლობაში აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 3 000-მდე ბავშვის 36 000-მდე რეაბილიტაციის კურსს აფინანსებს.