ექთნებისა და მეან-ექთნების საქმიანობის განვითარებისა და პროფესიული რეგულირების საკითხებზე, ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა.
მიხეილ სარჯველაძემ, სამედიცინო დაწესებულებებისა და საექთნო ასოციაციების წარმომადგენლებთან ერთად, სფეროს განვითარების გეგმები განიხილა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ განისაზღვრება როგორც ახლო, ისე - გრძელვადიანი პრიორიტეტები, რაც ეტაპობრივად გააძლიერებს ექთნებისა და მეან-ექთნების სფეროში არსებულ შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს სისტემის მდგრად განვითარებას.
