აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მომავალი წლიდან ახალშობილი ტყუპების ოჯახების ერთჯერად მატერიალურ დახმარებას ზრდის.
ტყუპისცალზე გასაცემი თანხა 2 000 ლარამდე იზრდება, პროგრამის ბიუჯეტი კი 300 000 ლარი გახდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წელს პროგრამით 43-მა ოჯახმა ისარგებლა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დარჩიძეების ოჯახში იმყოფებოდნენ, სადაც 6-წლიანი ლოდინის შემდეგ, ტყუპი ქალ-ვაჟი ვიკა და დაჩი დაიბადნენ.