შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

52 წუთის წინ 53 ნახვა

1-ლი დეკემბერი შიდსის მსოფლიო დღეა. თარიღთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა, რომელიც მიხეილ სარჯველაძემ გახსნა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ექიმებსა და სექტორის წარმომადგენლებს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაში შეტანილი წვლილისთვის.

მიხეილ სარჯველაძემ განსაკუთრებულად აღნიშნა თენგიზ ცერცვაძის ღვაწლი, რომლის ხელმძღვანელობითაც ქვეყანამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, შიდსთან ბრძოლის მიმართულებით.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს აქვს ყველა რესურსი და უნარი, ეფექტიანად გაუმკლავდეს ისეთ გამოწვევებს, როგორიცაა აივ ინფექცია/შიდსი.

ღონისძიების ბოლოს, გაიმართა შიდსთან ბრძოლის სფეროში, განსაკუთრებული წვლილის მქონე სპეციალისტების დაჯილდოება, რომელთაც ჯანდაცვის მინისტრმა თენგიზ ცერცვაძის სახელობის ჯილდო გადასცა.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში