ბათუმის რესპუბლიკურ-კლინიკურ საავადმყოფოში, მორიგი უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა ვეტერანებისთვის, საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის, გარკვეული სოციალური კატეგორიისა და იძულებით გადაადგილებული პირებისთვის.
პაციენტებს მომსახურება გაუწია თბილისის წამყვანი სამედიცინო დაწესებულებების სხვადასხვა პროფილის 25-მა ექიმმა.
კონსულტაციასთან ერთად, პაციენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ესარგებლათ დიაგნოსტიკური და ინსტრუმენტული კვლევებით.
სამედიცინო აქცია ორგანიზაცია ,,ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალის“ ორგანიზებით და საქართველოს პარლამენტის, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და ქ.ბათუმის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.