უფასო სამედიცინო კვლევები შუახევში

23 ნოემბერი 2025, 14:13 142 ნახვა

შუახევში მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალის „მედცენტრის“მიერ უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

ინიციატივის მიზანია აჭარის მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობისთვის თანამედროვე და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების კიდევ უფრო ხელმისაწვდომობა.

დღევანდელ ღონისძიებაზე მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე დაკავშირებოდნენ წამყვან სპეციალისტებს, ჩაწერილიყვნენ კონსულტაციებზე და მიეღოთ საჭირო რეკომენდაციები როგორც პროფილაქტიკის, ასევე არსებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების მიმართულებით.

ასმათ ტუნაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში