მუნის შემთხვევები, ვითარება და მიმართვიანობა კლინიკებში-დერმატოლოგის შეფასება

06 ნოემბერი 2025, 15:00 249 ნახვა

მუნის შემთხვევების მატება ფიქსირდება, თუმცა სიტუაცია საგანგაშო  არ არის, ამის შესახებ    კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრის" დერმატო-ვენეროლოგმა და  პროფესორმა ისაუბრა, თინა ქიტუაშვილი განმარტავს, რომ  მუნის გავრცელების ტალღა ყოველ წელს მატულობს, რაც ძირითადად არდადეგები და საზოგადოებრივ დაწესებულებებში დაბრუნების პერიოდს  უკავშირდება.

ქიტუაშვილის ინფორმაციით მუნის ტკიპა მხოლოდ მჭიდრო კონტაქტით ადამიანიდან ადამიანზე გადადის და ის არ ვრცელდება ცხოველებთან შეხების ან ჰაერწვეთოვანი გზით, დაავადების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია ჰიგიენის დაცვა, მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში კი  აუცილებელია დაავადებულთან შემხებლობაში მყოფი პირების ერთობლივი  მკურნალობა.

აღსანიშნავია, რომ მუნის ტკიპა არ აზიანებს ადამიანის ორგანოებს და არ იწვევს სხვა დაავადებებს, იგი მხოლოდ კანზე მოქმედებს ,რაც მედიკოსების ინფორმაციით შესაბამისი ანტიპარაზიტული  საშუალებებით მკურნალობას ექვემდებარება. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე