გავრცელებული ვირუსები

04 ნოემბერი 2025, 12:01 131 ნახვა

საქართელოში იმუნიზაციის ეროვნული ცენტრის  ინფორმაციით ამჟამად რინოვირუსი და კორონავირუსი ცირკულირებს. თუმცა ივანე ჩხაიძე ირწმუნება, რომ გამოვლენილი კორონავირუსები  მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს და ასეთ პაციენტებში ჰოსპიტალიზაცია არ დაფიქსირებულა.

რაც შეეხება გრიპის ვირუსს, ჩხაიძის განცხადებით  ჯერჯერობით ქვეყანაში გრიპის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება.

გრიპის შემთხვევების მატებას შემდეგი კვირიდან  ვარაუდობენ,  პიკს კი დეკემბრიდან თებერვლამდე პერიოდში ელოდებიან.

პრევენციისთვის მოსახლეობას  ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ. რაც შეეხება სიმპტომებს,  მაღალი ტემპერატურა, ყელისა და თავის ტკივილი, ხველა, სახსრების ტკივილი ,ძლიერი სისუსტე ,მადის დაქვეითება აღნიშნულ ვირუსს ერთდროულად ახასიათებს გართულებულ შემთხვევაში კი მოსალოდნელია ფილტვების ანთება, უჩვეულოდ გახშირებული სუნთქვის შემთხვევაში განსაკუთრებით ბავშვებში აუცილებელია მიმართოთ ექიმს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე