საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დანიაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 75-ე სესიაში მონაწილეობს.
უწყების ინფორმაციით, მიხეილ სარჯველაძემ სიტყვით გამოსვლისას იმ პროგრამასა და რეფორმაზე ისაუბრა, რომელიც მოქალაქეების ფინანსურ დაცულობას, ასევე, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებებსა და მედიკამენტებზე თანაბარ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
სამდღიანი ღონისძიების ფარგლებში, 53 წევრი ქვეყნის, პარტნიორი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იმსჯელებენ ევროპის სამუშაო პროგრამის პროექტზე 2026-2030 წლებისთვის.