ახალი ამბულატორიები

04 ნოემბერი 2025, 12:03 104 ნახვა

პირველადი ჯანდაცვის რეფორმა გრძელდება - სერვისების გეოგრაფიული გაზრდის მიზნით, სამეგრელოში - ნოჯიხევში, ჭითაწყარსა და მუხურში  ახალი ამბულატორიები გაიხსნა.

სამედიცინო დაწესებულებები 15 სოფლის მოსახლეობას ემსახურება. ამბულატორიებში ჯანდაცვის მინისტრი იმყოფებოდა.

მიხეილ სარჯველაძემ, ქვეყანაში მიმდინარე პირველადი ჯანდაცვის  რეფორმასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, სწორედ ამ რგოლის ეფექტური მუშაობა ასრულებს გარდამტეხ როლს სამედიცინო სერვისების თანაბარ ხელმისაწვდომობაზე, დროულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე.

ამბულატორიები დაკომპლექტებულია კვალიფიციური სამედიცინო პერსონალით და აღჭურვილია პირველადი ჯანდაცვის მომსახურებისთვის საჭირო ინვენტარით.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე