ჯანდაცვის მინისტრი თურქეთში სამედიცინო კონგრესში მონაწილეობდა 

06 ოქტომბერი 2025, 11:53 118 ნახვა

მიხეილ სარჯველაძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდა. უწყების ხელმძღვანელი თურქეთის  ჯანდაცვის მინისტრის მიწვევით კონგრესში მონაწილეობდა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ექსპერტებს აერთიანებს.

კონგრესის მთავარი მიზანი მედიცინაში თანამედროვე მიდგომებისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება, მონაწილე ქვეყნების გამოცდილების გაცვლა და ინოვაციური მიდგომების ხელშეწყობა იყო.

კონგრესი თურქეთის პირველი ლედის, ემინე ერდოღანის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართა, მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი, მეცნიერებები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წევრები მონაწილეობდნენ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე