ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინა გადანაწილებულია აჭარის რეგიონის კლინიკებში, სადაც ამცრელი კაბინეტები ფუნქციონირებს და ასევე, მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში - ამბულატორიებში.
აცრა უფასოდ არის ხელმისაწვდომი ყველა მოქალაქისთვის, 6 თვის ასაკიდან. საოჯახო მედიცინის ცენტრში იმუნიზაციის პროცესს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, მარი ზანაქიძე გაეცნო და მოქალაქეებს დროული აცრის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე