გავრცელებული ვირუსები

09 ოქტომბერი 2025, 14:13 106 ნახვა

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი უახლოეს დღეებში დაიწყება.

როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, 4-კომპონენტიანი ევროპული წარმოების ვაქცინა ქვეყანაში უკვე შემოტანილია. მისივე თქმით, გრიპის ვაქცინა მოქმედებას აცრიდან 2 კვირის შემდეგ იწყებს.

ჩხაიძის ინფორმაციით სექტემბრის ბოლო მონაცემების მიხედვით, ვირუსების მაჩვენებელი შედარებით მომატებულია და მოსალოდნელია, რომ ეს შემთხვევები თავის პიკს მიაღწევს სავარაუდოდ დეკემბერ-იანვარსა და თებერვალში.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე